ჩემი ბებია (1929)
რეჟისორი: კონსტანტინე (კოტე) მიქაბერიძე
ჟანრი: სატირული კომედია
სიუჟეტი: ერთ-ერთი დაწესებულებიდან დაითხოვეს ჩინოვნიკი. ცოლის რისხვის თავიდან ასაცილებლად ფილმის გმირი ყველა ხერხით ცდილობს სამსახურის შოვნას და მეგობრის რჩევით ცდილობს მოიძიოს "ბებია" - ყოვლისშემძლე მფარველი, რომლის სარეკომენდაციო წერილიც სასურველ კარს გაუხსნის.
სცენარი: სიკო დოლიძე, გიორგი მდივანი, კოტე მიქაბერიძე
ოპერატორები: ანტონ პოლიკევიჩი, ვლადიმერ პოზნანი
მხატვრები: ვალერიან სიდამონ-ერისთავი, ირაკლი გამრეკელი
ხმა: უხმო
როლები: ალექსანდრე თაყაიშვილი(ბიუროკრატი), ბელა ჩერნოვა (მისი ცოლი), ე.ოვანოვი (მეეტლე), აკაკი ხორავა (მუშა), მიხეილ აბესაძე, კონსტანტინე ლავრეცკი, შალვა გედევანიშვილი, შალვა ხუსკივაძე
ხანგრძლივობა: 67'
ფერი: შავ-თეთრი
სააქციონერო საზოგადოება "სახკინმრეწვი"
ფილმი 1976 წელს აღადგინა რეჟისორმა ლეილა გორდელაძემ
იხ. პაატა იაკაშვილი. ჩემი ბებია - ყველა დროის 12 საუკეთესო ქართული ფილმი. პროექტის ავტორი დავით აბდალაძე. თბილისი. 2012 წელი
Zviad Dolidze. The Unknown Masterpiece of Georgian Silent Cinema