კონსტანტინე (კოტე)   მიქაბერიძე

მსახიობი, კინორეჟისორი, სცენარისტი.

 31.07. 1896, ტერმუკი (ახლანდელი ყუბანი) -   9. 01. 1973, თბილისი)

 საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1945).

       მოღვაწეობა ქუთაისის ახალგაზრდა მსახიობთა დასში (1919) დაიწყო. 1920 წელს გადმოდის თბილისში და   აკაკი ფაღავას დრამატული სტუდიას ამთავრებს.   1921წლიდან  არის სახკინმრეწვის მსახიობი, 1933 წლიდან - სამსახიობო სკოლის პედაგოგი.  1928 წლიდან კინემატოგრაფში მუშაობდა როგორც რეჟისორი და სცენარისტი. 1929 წელს გადაიღო ავანგარდული ფარსი  "ჩემი ბებია". ფილმი აიკრძალა (აღდგენილი ვერსია გამოვიდა 1975 წელს).  1956 წელს ნიკიტა ხრუშჩოვისთვის მიწერილი საპროტესტო წერილის გამო დააპატიმრეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედების ბრალდებით.   სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა დუბლიაჟის სტუდიაში დუბლიაჟს რეჟისორად  ( რუსულ ფილმებს ქართულად ახმოვანებდა).  

 ფილმოგრაფია

არსენა ჯორჯიაშვილი (1921) - მსახიობი (მუშა-რევოლუციონერი)

სამი სიცოცხლე (1924) -  - მსახიობი (ციმბირელი)

ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე (1925) - მსახიობი (სპირიდონ მცირიშვილი)

ვინ არის დამნაშავე (1925)  - მსახიობი (სიკო)

დინა ძაძუ (1926)  - მსახიობი (ზერხანი)

ხანუმა (1926)  - მსახიობი (ილო)

ორი მონადირე (1927) - მსახიობი (მგელიკა)

ბოშური სისხლი (1928)  - მსახიობი (გიცა)

ჩემი ბებია (1929) - სცენარისტი, მსახიობი

ჰასანი (1932) - სცენარისტი, რეჟისორი

უკანასკნელი მასკარადი (1934)  - მსახიობი (მენშევიკი)

ფორპოსტი (1941) - რეჟისორი

აკაკის აკვანი (1947) - მსახიობი (აკაკის აღმზრდელი, პაპუნა)

ჩემი ბებია (1929) - სცენარისტი, რეჟისორი

რასაც დასთეს, იმას მოიმკი (აგრომინიმუმი)  (1930, დოკ.) - რეჟისორი

ქაჯეთი (1936) - სცენარისტი, რეჟისორი

დაგვიანებული სასიძო (1939) - რეჟისორი

ზურიკო და მარიკო (1952, ანიმაცია) - სცენარისტი, რეჟისორი

ცისკარა (1955) - სცენარისტი

ალავერდობა (1962) - მსახიობი

 

 

იხ. სულიკო ხეტეშვილი. ქართული კინოს რაინდი -  ალმანახი  "კინო", N7,  1981, გვ.83-90.

     ალექსანდრე გვენცაძე. კოტე მიქაბერიძის მეგობრული შარჟები -    ალმანახი "კინო", N1,  1985, გვ.138-140. 

     პაატა იაკაშვილი. კოტე მიქაბერიძე - ქართველი კინორეჟისორები. ნარკვევების კრებული. ნაწილი პირველი. თბილისი. 2005. გვ.20-33