დღე უკანასკნელი, დღე პირველი (1959)

რეჟისორი: სიკო დოლიძე

  

ჯილდოები: 1960. საკავშირო კინოფესტივალი (მინსკი) - პირველი პრემია ლევან პაატაშვილს და სერგო ზაქარიაძეს

ჟანრი: კინომოთხრობა

სიუჟეტი: მოხუცი ფოსტალიონი პენსიაზე გადის.   უკანასკნელ სამუშაო დღეს მისი თანმხლები ხდება მისი შემცვლელი ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც გიორგი აცნობს ხალხს, რომელთაც წლების განმავლობაში ემსახურებოდა, აცნობს  პროფესიის  მოულოდნელ მხარეებს.

სცენარი: სიკო დოლიძე, ევგენი აგრანოვიჩი

ოპერატორი:    ლევან პაატაშვილი

მხატვრები: გივი გიგაური, კახი ხუციშვილი

კომპოზიტორი: დავით თორაძე

ხმა:  ვლადიმერ დოლიძე

მონტაჟი: ვასილ დოლენკო

როლები:  სერგო ზაქარიაძე (გიორგი), ბელა მირიანაშვილი (ლამარა), მალხაზ გორგილაძე (ვაჟა), აკაკი ვასაძე (პროფესორი), დინარა ჟორჟოლიანი (თამარი), ოთარ კობერიძე (ლევანი), ლადო ავალიანი (მხატვარი), გიული ჭოხონელიძე (ქურდი), გრიგოლ ტყაბლაძე (ქარხნის დირექტორი), გივი თოხაძე (მეფოლადე), მედეა ჩახავა (მეფოლადის ცოლი), მეგი წულუკიძე (ექიმი), ალექსანდრე აფხაიძე, ემანუილ აფხაიძე, დათო დანელია, ეთერ ჟორდანია,  მერი კანდელაკი, ალექსანდრე ომიაძე, იპოლიტე ხვიჩია, კარლო საკანდელიძე, ალექსანდრა თოიძე, რამაზ ჩხიკვაძე (ტაქსის მძღოლი), ნუნუ მაჭავარიანი (ბებია), ბადრი კობახიძე , მიხეილ მგელაძე (პროფესორი), ნოდარ ფირანიშვილი (ხულიგანი), ირაკლი ქოქრაშვილი (ფოსტის მუშაკი), ივანე გვინჩიძე (ლამარას მამა), ნუგზარ ჯუღელი

ხანგრძლივობა: 83' 

ფერი: შავ-თეთრი

 

კ/ს "ქართული ფილმი"