რამაზ ჩხიკვაძე
მსახიობი
დ. 28. 02. 1928, თბილისი - გ. 17.10.2011, თბილისი.
საქართველოს სახალხო არტისტი (1972), კოტე მარჯანიშვილის სახ. პრემიისა (1975, ყვარყვარე თუთაბერის როლისთვის სპექტაკლში „ყვარყვარე თუთაბერი“ ) და რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1980, რიჩარდ მესამის როლისთვის სპექტაკლში „რიჩარდ მესამე“), საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1979, აზდაკის როლისთვის სპექტაკლში „კავკასიური ცარცის წრე“ ), სსრკ სახალხო არტისტი (1980)., ლენინის ორდენის კავალერი (1988) დაჯილდოებულია მედლებით: ,,შრომითი წარჩინებისთვის", "შრომითი მამაცობისთვის" (1970); ,,საპატიო ნიშნის ორდენით" (1971), თბილისის საპატიო მოქალაქე (1997)
დაიბადა ცნობილი მუსიკათმცოდნის გრიგოლ ჩხიკვაძის ოჯახში და ემზადებოდა მომღერლის კარიერისთვის, მაგრამ თეატრით გატაცებულმა მიატოვა მოსკოვის გნესინების მუსიკალური სასწავლებელი და ჩააბარა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე (მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო), რომელიც 1951 წელს დაამთავრა. 1951 წლიდან მუშაობს რუსთაველის სახ. თეატრში. თეატრში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ქოსა ( „ჭინჭრაქა“), ლეანდრო („ესპანელი მღვდელი“) ყვარყვარე თუთაბერი („ყვარყვარე თუთაბერი“), აკოფა („ხანუმა“), კირილე მიმინოშვილი („სამანიშვილის დედინაცვალი“), აზდაკი („კავკასიური ცარცის წრე“), შოშია ( „საბრლადებო დასკვნა“), რიჩარდ მესამე („რიჩარდ მესამე“), ლირი („მეფე ლირი“) და სხვა.
ფილმოგრაფია
მწვერვალთა დამპყრობნი (1952) - მსახიობი (მომხსენებელი)
ჭრიჭინა (1954) - მსახიობი (შოთა )
ეთერის სიმღერა (1956) - მსახიობი (ვანო)
დღე უკანასკნელი, დღე პირველი (1959) - მსახიობი (ტაქსის მძღოლი)
სად არის შენი ბედნიერება, მზია (1959) - მსახიობი (აგრონომი)
წარსული ზაფხული (1959) - მსახიობი (ზურაბი, კინორეჟისორი)
მღერის ბორჯომის ნაძვი (1961) - მსახიობი (მუსიკალური ინსტრუმენტების ამწყობი)
თხუნელა (1962) - მსახიობი
პალიასტომი (1963) - მსახიობი
ვედრება (1967) - მსახიობი (მაცილი)
ლონდრე (1967) - მსახიობი (დიამბეგი)
ფილატელისტის სიკვდილი (1969) - მსახიობი (გამომძიებელი)
წყალდიდობა (1970) - მსახიობი (ანტონი, მედუქნე)
ნუცა (1971) - მსახიობი
სამკაული სატრფოსათვის (1971) - მსახიობი (დაუდი)
მთვარის მოტაცება (1972-1973) - მსახიობი (ალშიბაია)
ნერგები ( 1972) - მსახიობი ( ლუკა)
ბებერი მეზურნეები (1973) - მსახიობი (მოხუცი)
ვერის უბნის მელოდიები (1973) - მსახიობი (პანკე)
წკიპურტები (1973) - მსახიობი (ფარნაოზი და დირექტორი)
სათავეები (Истоки, 1974, რუსეთი) - მსახიობი (სტალინი)
გაქცევა განთიადისას (1975) - მსახიობი (დანიელი)
ერთი ნახვით შეყვარება (1975) - მსახიობი (მურადის მამა)
სოლო სალამურისათვის (1975) - მსახიობი
ჩირიკი და ჩიკოტელა (1975) - მსახიობი (გიტარა-მაიორი)
გასეირნება თბილისში (1976) - მსახიობი
დილის ნისლივით (1976) - მსახიობი (ზიპო)
ნატვრის ხე (1976) - მსახიობი (მღვდელი ოხროხინე)
სიყვარული, ხანძარი და პომპიერო (1976) - მსახიობი (პაჟარა სავლე)
სოფლის აშიკი (1976) - მსახიობი (ლევანი)
ქალაქი ანარა (1976) - მსახიობი (ანტონი)
რაჭა, ჩემო სიყვარულო (1977) - მსახიობი (აფრასიონი)
სინემა (1977) - მსახიობი
შეცდომების კომედია (Комедия ошибок, 1977, რუსეთი) - მსახიობი
არევიკი (1978, სომხეთი) - მსახიობი
კოჯრის ტყის სიზმრები (1978, ანიმაციური) - ხმა
მე-19 საუკუნის ქართული ქრონიკა (1978) - მსახიობი (კანცელარიის უფროსი)
დიუმა კავკასიაში (1979, რუსეთი) - მსახიობი
კომბლე (1979, ანიმაციური) - ხმა (ბატონი)
თბილისი, პარიზი, თბილისი (1980) - მსახიობი (ნესტორი)
გზა შინისაკენ (1981) - მსახიობი
ცხელი ზაფხულის სამი დღე (1981) - მსახიობი (გივი)
ძველი სახლი (1981) - მსახიობი
ხელები მაღლა (Руки вверх! , 1981, რუსეთი) - მსახიობი
სამი ალიყური (1982) - მსახიობი (ოსტატი)
მზად ვარ მივიღო გამოწვევა (Я готов принять вызов, 1983, მოლდოვეთი) - მსახიობი
სადღაც ტირის მოლაღური (Где-то плачет иволга, 1983, რუსეთი) - მსახიობი (მამილო ჟაკი)
გამარჯვება (Победа, 1985, სსრკ-გდრ-ფინეთი) - მსახიობი (სტალინი)
დაზღვევის აგენტი (Страховой агент, 1985, რუსეთი) - მსახიობი (ავთანდილი)
სიზმარა (1986, ანიმაციური) - ხმა
მწუხარე უგრძნობლობა (Скорбное бесчувствие, 1987, რუსეთი) - მსახიობი (კაპიტანი შატოვერი)
როგორ არის საქმეები? (Как дома, как дела? 1987) - მსახიობი (ბაბუა)
აშუღ-ყარიბი (1988) - მსახიობი
ნაზარის უკანასკნელი ლოცვა (1988) - მსახიობი (მიტროპოლიტი ნაზარი)
ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი (1989) - მსახიობი (მღვდელი)
ხოჯა ნასრედინის დაბრუნება (Возвращение Ходжи Насрединаб 1989, რუსეთი) - მსახიობი (ხოჯა ნასრედინი)
ამხანაგ სტალინის მოგზაურობა აფრიკაში (1990) - მსახიობი (ფიჩხაძე, სტალინის ორეული)
დაისი (Закат, 1990, რუსეთი) - მსახიობი (მენდელ კრიკი)
თეთრი ბაირაღები (1990) - მსახიობი (შოშია)
კედელი (1991) - მსახიობი (პატიმარი)
აღმოსავლური რომანი (Восточный роман, 1992, რუსეთი) - მსახიობი
ზნედაცემული ანგელოზი (1992) - მსახიობი
სილუეტი მოპირდაპირე ფანჯარაში (Силуэт в окне напротив, რუსეთი/ბელორუსი, 1993) - მსახიობი
შვეციის პრინცი იმერეთიდან (1995) - მსახიობი (რამაზი)
შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი (1996) - მსახიობი (ანტონ გოგოლაძე)
მიჯაჭვული რაინდები (1999) - მსახიობი (ლუარსაბი)
ორმოცდაოთხის აგვისტო (В Августе 44-го, 2000, რუსეთი-ბელორუსია) - მსახიობი (სტალინი)
ბათინკები ამერიკიდან (Ботинки из Америки, 2001, რუსეთი-გერმანია) - მსახიობი (ისააკ ბერგი)
ფოსტალიონი (2003) - მსახიობი (ლადო)
მიდიოდა მატარებელი (2005) - მსახიობი (პანტელეიმონი)
შავი პრინცი (Черный принц, 2005, რუსეთი-აშშ) - მსახიობი (ბარონი გეკერნი)
ასეთი სიყვარული (2006) - მსახიობი
ცხრა თვე (Девять месяцев, 2006, სერიალი, რუსეთი) - მსახიობი (ზურაბ კონსტანტინოვიჩი, მთავარი ექიმი)
მეტეოიდიოტი (2008) - მსახიობი (ბაბუა გიორგი)
სახლი სიხარულისა (2008) - (მთხრობელი)
იხ. დალი მუმლაძე. რამაზ ჩხიკვაძე - ჟ. საბჭოთა ხელოვნება" 1985, N4
ნოდარ გურაბანიძე. რამაზ ჩხიკვაძე. თბილისი. 2005