წარსული ზაფხული (თეთრი სასტუმრო, 1959)

რეჟისორები: ნელი ნენოვა, გენო წულაია

ჟანრი: კომედია

სიუჟეტი: პანსიონატ "თეთრ სასტუმროში" დამსვენებელთა ჯგუფი ჩამოდის. პანსიონატის დირექტორი, ხეპრე ბიუროკრატი   ალექსანდრე შეიტყობს, რომ დამსვენებელთა შორის არის კინორეჟისორი, რომელიც თავისი მომავალი ფილმისთვის სწავლობს პანსიონატის ცხოვრებას. ალექსანდრე   რეჟისორად რატომღაც თერძს მიიჩნევს და  მის საამებლად პანსიონატში სასტიკ რეჟიმს დააწესებს.

სცენარის ავტორი: რევაზ (რეზო) თაბუკაშვილი

ოპერატორი: გიორგი (ტიტე) კალატოზიშვილი

მხატვარი: დიმიტრი თაყაიშვილი

კომპოზიტორი: ოთარ გორდელი

ხმა: დავით ლომიძე

როლები: მედეა ჯაფარიძე (ელიკო), ეროსი მანჯგალაძე (ალექსანდრე), რამაზ ჩხიკვაძე (ზურაბი), გიორგი (გოგი) გეგეჭკორი (ბესარიონი), მ.კრეპკოგორსკაია (ტანია), გ. გაბელაშვილი (ვიქტორი), ნ.ზავრიევა (ვიქტორის მეუღლე), ნ.მაჭავარიანი (ნუნუ), ი. ბროსევიჩი (პიოტრ პეტროვიჩი), ბელა მირიანიშვილი (ლიანა), ს.ლაღიძე (ოთარი),   ბადრი კობახიძე (მრავალშვილიანი მამა), იპოლიტე ხვიჩია,  ვახტანგ ნინუა, გ.რევაზიშვილი, აბესალომ ლორია, ალექსანდრე ვერულეიშვილი, ლ.ტყავაძე, ალექსანდრე კუპრაშვილი

ხანგრძლივობა: 65'

ფერი: ფერადი

 

კინოსტუდია "ქართული ფილმი"