გოგი (გიორგი) ქავთარაძე
მსახიობი, რეჟისორი
დ. 2.04.1940, თბილისი - გ. 20.12.2020, თბილისი
საქართველოს სახალხო არტისტი (1982); აფხაზეთის ასსრ სახალხო არტისტი (1984); კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1987); საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1987); ღირსების ორდენის კავალერი (1992); ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
1958 წელს დაამთავრა თბილისის ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საშუალო სკოლა. 1958-1963 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის თეატრის სცენის თანამშრომელი, რეჟისორის თანაშემწე, მსახიობი. 1963 წლიდან სწავლობდა თეატრალური ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1967 წელს. ამავდროულად იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი.
1963-1969 და 1972-1976 წლებში - რუსთაველის თეატრის მსახიობი, რეჟისორი; 1969-1972- ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი, ხოლო 1974-1976 თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი. 1976-1982 - ქუთაისის თეატრის დირექტორი, სამეცნიერო ხელმძღვანელი. 1982-1992 - სოხუმის თეატრის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო 1992-1999 წლებში ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1999-2004 წლებში რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ზესტაფონის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი -ქართული ოცნება“.
ფილმოგრაფია
ქორწილი (1964) - მსახიობი (ჭაბუკი)
ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი ( 1965) - მსახიობი (თვითმარქვია კბილის ექიმი)
ლებედევი ლებედევის წინააღმდეგ («Лебедев против Лебедева», "მოსფილმი", 1965) - მსახიობი (გოგი)
მაცი ხვიტია (1966) - მსახიობი (კოჭოია)
არ იდარდო! (1968) - მსახიობი (ლუკა)
განგაში (1968) - მსახიობი (ყარამანი)
რუსეთში («По Руси́», "მოსფილმი", 1968) - მსახიობი (თავადი შაქრო)
წითელი დიპლომატი. ლეონიდ კრასინის ცხოვრების ფურცლები («Красный дипломат. Страницы жизни Леонида Красина», "ლენფილმი", 1971) - მსახიობი (აბელ ენუქიძე)
გაზაფხულის საღამო (1972 ) - მსახიობი
თეთრი ქვები (1972) - მსახიობი (ფოტოგრაფი)
ჩარი-რამა (1972) - მსახიობი (გურამი)
ბებერი მეზურნეები (1973) - მსახიობი (მილიციელი)
ვერის უბნის მელოდიები (1973) - მსახიობი (პოლიციელი)
ლაზარეს თავგადასავალი (1973) - მსახიობი
წკიპურტები (1973) - მსახიობი
წყარო გზის პირას (1974) - მსახიობი
გაქცევა გათენებისას (1975) - მსახიობი (თეოფილე)
ერთი ნახვით შეყვარება (1975) - მსახიობი
ბაკულას ღორები (1976) - მსახიობი (მაღალი ჩინის კაცი)
სტუმარ-მასპინძლობის კანონებით («По законам гостеприимства», ალმანახი "«Сто грамм для храбрости…» , "მოსფილმი", 1976) - მსახიობი (გიორგი გიორგევიჩ ჩხიკვაძე, იგივე გოგი, დისერტანტი)
Подра́нки ("მოსფილმი", 1976) - მსახიობი (ფიზკულტურის მასწავლებელი)
სათადარიგო ბორბალი (1978) - მსახიობი
ზღაპარი (1980) - მსახიობი
იცოცხლე, გენაცვალე (1981) - მსახიობი (თამაზი, ჯემალი, გიორგი, ნოდარი)
კუკარაჩა (ტელედადგმა, 1981) - მსახიობი (კუკარაჩა)
ბუდულაის დაბრუნება («Возвраще́ние Будула́я», 4 სერია, "მოსფილმი",1985) - მსახიობი (სამსონი)
ერთ პატარა ქალაქში (1985) - მსახიობი (ჯანიკო ქვარიანი)
ოჯახი (1985) - მსახიობი (რეზო)
შარვალი (ალმანახი "ასეც ხდება", 1988) - მსახიობი
ნიკოლაი ვავილოვი («Николай Вавилов», 6 სერია, "მოსფილმი", გოსტელერადიოს დაკვეთით, 1990) - მსახიობი (სტალინი)
ყარიბების შესვენება («Привал странников», 3 სერია, "სოიუზტელეფილმი", 1990) - მსახიობი (გივი ლომიძე)
ოქროს ობობა (1992) - სცენარის თანაავტორი, თანარეჟისორი, მსახიობი (ივანე გიორგაძე)
იასამანი (1997) - მსახიობი
დრონგო (Дронго, ტელეფილმი, 13 სერია, 2002) - მსახიობი (ავთანდილ მიხაილოვიჩი, აჭარის ვიცე-პრემიერი)
ღმერთო, რისი გულისთვის! (2003) - მსახიობი
სკამი (2004) - მსახიობი
ტერცო მონდო (2024) - მსახიობი