პასპორტი (1990)

Паспорт

რეჟისორი:    გიორგი დანელია 

                                                                          

ჯილდოები: 1991. ნიკას პრემია. საუკეთესო ოპერატორი. საუკეთესო სცენარი. საუკეთესო მსახიობი
ჟანრი: კომედია
სიუჟეტი: ძმები პაპაშვილებიდან ერთ-ერთი, იაშა, ისრაელში მიემგზავრება, მაგრამ აეროპორტში მომხდარი გაუგებრობის გამო მის  ნაცვლად თვითმფრინავში მისი ძმა, ტაქსისტი მერაბი,  აღმოჩნდება. აქ იწყება მისი  გასაოცარი,  სასაცილო და თან სევდიანი მოგზაურობა ისრაელში. ებრაელებს ის კგბ-ს აგენტი ჰგონიათ, საბჭოთა საელჩოს წარმომადგენლებს - პროვოკატორი, და სამშობლოში დაბრუნება ოფიციალური გზით შეუძლებელი ხდება.
სცენარისტები: გიორგი დანელია, რევაზ გაბრიაძე, არკადი ხაიტი
ოპერატორი:     ვადიმ იუსოვი
მხატვრები: ემანუელ ამრამი, დიმიტრი თაყაიშვილი
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
მონტაჟი: ტატიანა ეგორიჩევა
როლები: ჟერარ დარმონი (მერაბი და იაკობი, იაშა), ნატალია გუნდარევა (ინგა), ოლეგ იანკოვსკი (ბორია, ზედმეტსახელად "პარიზი"), კიმ სალივანი (ჯეინი, ამერიკელი ჟურნალისტი), ლეო ფილფანი (მამა), არმენ ჯიგარხანიანი (სენია), ევგენი ლეონოვი (ელჩი), ლეონიდ იარმოლნიკი, მამუკა კიკალეიშვილი (ემიგრანტი),   იგორ კვაშა (მტავარი რაბინი),  ამირან ამირანაშვილი (ტაქსისტი სურენა),  დარეჯან ჯოჯუა (დისპეტჩერი), ნინა ტერ-ოსიპიანი (ინგას დეიდა), იაკოვ ბენ-სირა(ინგას ბიძა), ნ.ანოხინა, ი.ათანელოვი,  ლევან გაბრიაძე, ნინო კობერიძე, გურამ ლორთქიფანიძე, რუსლან მიქაბერიძე, აბესალომ ლორია (მატარებლის უფროსი) 
ხანგრძლივობა: 103 წთ
ფერი: ფერადი

საბჭოთა კავშირი- საფრანგეთი- ავსტრია-ისრაელი