გაზაფხული საკენში (1950)

რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი

სიუჟეტი: ფილმი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ქართული სოფლის ცხოვრებას ასახავს. საკენში ბრიგადირად დანიშნულ კესოუ მირბას მაღალმთიანი სოფლის მწირ მიწაზე სიმინდის უხვი მოსავლის მიღება უნდა, დარწმუნებულია, რომ აქ ძვირფასი მინერალური სასუქი მოიპოვება. კესოუს გეგმებს რამდენიმე გლეხი ეწინააღმდეგება, რომლებსაც ცხოვრების ძველი წესის შეცვლა არ სურთ. ერთი მათგანი ლაბორატორიაში გასაგზავნი მიწის ნიმუშებს შეცვლის. კესოუს შეყვარებული კამა სიყალბეს აღმოაჩენს და თაღლითებს ამხელს. საკენში ფოსფატების საბადოს დამუშავება დაიწყება.

სცენარის ავტორი:  ნიკოლოზ სანიშვილი, გიორგი გულუას მოთხრობის მიხ.

ოპერატორები: ალექსანდრე დიღმელოვი, დავით კანდელაკი

მხატვრები: რევაზ მირზაშვილი, ქრისტესია ლებანიძე

კომპოზიტორი: არჩილ კერესელიძე

ხმა: რ.ლაპინსკი

მონტაჟი: ვასილ დოლენკო

როლები: ედიშერ მაღალაშვილი (კესოუ მირბა), ლიანა ასათიანი(კამა), ივანე გვინჩიძე (რაიკომის მდივანი), ალექსანდრე ომიაძე (ეკუპი), ლეილა აბაშიძე (ნინო), გიორგი შავგულიძე (რაშიდი), ალექსანდრე ჟორჟოლიანი (ანტონი), შალვა ღამბაშიძე (ადამური), მ.სარაული (შაანგერი), კოტე დაუშვილი (ნიკო), ვახტანგ ნინუა (აგრონომი), გ.ქორიძე (კოსტა).

ხანგრძლივობა: 87'

ფერი: შავ-თეთრი