მე ვხედავ მზეს (1965)

რეჟისორი: ლანა ღოღობერიძე

     

სიუჟეტი: ქართული სოფლის ცხოვრება სამამულო ომის წლებში. მამაკაცების გგარეშე დარჩენილ სოფელში სიდუხჭირე და დარდია გამეფებული. თავად ობოლი სოსოია მხარში უდგას და ზრუნავს გარშემომყოფებზე: მამიდაზე, თავის მეგობარზე   უსინათლო ხატიაზე,   სულით ავადმყოფ ბეჟანაზე, დაჭრილ რუს ჯარისკაცზე. ომი მთავრდება. სოსოიას სჯერა, რომ ახლა ყველაფერი  კარგად იქნება და ხატიასაც თვალი აეხილება.

სცენარის ავტორები: ნოდარ დუმბაძე და ლანა ღოღობერიძე (ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხ.)

ოპერატორი:  გიორგი (ტიტე) კალატოზიშვილი

მხატვარი: დიმიტრი თაყაიშვილი

კომპოზიტორი:  ფელიქს ღლონტი

ხმა: ვლადიმერ დოლიძე

როლები: გელა ჭიჭინაძე (სოსოია), ლეილა ყიფიანი (ხატია), ზურაბ ლაფერაძე (ბეჟანა), ლია ელიავა (ქეთო), გლებ სტრიჟენოვი (ანატოლი), თენგიზ არჩვაძე (დათიკო), იპოლიტე ხვიჩია (ბეგლარა), ალექსანდრე ომიაძე (ბესარიონი), სპარტაკ ბაღაშვილი (ლუკაია), გიგოლა თალაკვაძე (კოწია), გრიგოლ ტყაბლაძე (ბაბილო), დუდუხანა წეროძე (კაკანო), აკაკი კვანტალიანი (ქიშვარდი), კაპიტონ აბესაძე (ზოსიმე), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (ედემიკა),  ელენე ყიფშიძე (ქსენია), სესილია თაყაიშვილი (აკვირინე), ეკატერინე ვერულაშვილი (თხის პატრონი)

ხანგრძლივობა: 87'

"ქართული ფილმი"