ვერის უბნის მელოდიები (1973)

რეჟისორი: გიორგი შენგელაია

   

ჯილდოები: 1977. სან-სებასტიანის სკფ (ესპანეთი) - ჟიურის სპეციალური პრიზი

ჟანრი: მიუზიკლი

სიუჟეტი: მრეცხავ ვარდოს დიდი ხანია გული შეტკივა ქვრივ მეედროგესა და მის ობოლ გოგონებზე, ხშირად ეხმარება,  ხოლო როცა ნიჭიერი გოგონების ოცნებას  - იარონ "ტანც-კლასში",  სიღარიბე ეღობება, ვარდო შეუძლებელს აკეთებს, რომ მათ ოცნება აუსრულოს.

სცენარის ავტორები: გიორგი შენგელაია, ანზორ სალუქვაძე

ოპერატორი: ალექსანდრე მღებრიშვილი

მხატვრები: ვახტანგ რურუა, ედუარდ ლაპკოვსკი

კომპოზიტორი: გიორგი ცაბაძე

ქორეოგრაფი: იური ზარეცკი

სიმღერების ტექსტი: მორის ფოცხიშვილი

ხმა: ვასილ დოლიძე

როლები: სოფიკო ჭიაურელი (ვარდო), ვახტანგ კიკაბიძე (პავლე), ია ნინიძე (თამრო), მაია კანკავა (მარო), დოდო აბაშიძე (პრისტავი), ეროსი მანჯგალაძე (გეურქოვი), ზაალ კიკალეიშვილი (ფოსტალიონი), ალისა ფრეინდლიხი (აკვანარიხსკაია), კახი კავსაძე (ინოჩენცი), რამაზ ჩხიკვაძე (ვაჭარი პანკე), გიორგი (გოგი) გეგეჭკორი (ფარმაცევტი), გოგი ქავთარაძე (პოლიციელი), ბორის წიფურია (ძიბო), ბაადურ წულაძე (პოლიციელი), ოთარ ზაუტაშვილი (მიხა), ლია გუდაძე (გეურქოვის მეუღლე), ნანული სარაჯიშვილი (ტურფა), მზია მაღლაკელიძე, ზანდა იოსელიანი, მარინა კახიანი (გიმნაზისტი), ბონდო გოგინავა, აბესალომ ლორია, ნოდარ სოხაძე

ხანგრძლივობა:  102'

ფერი: ფერადი

 კ/ს "ქართული ფილმი"