დღეს ღამე უთენებია (1983)
რეჟისორი: ლანა ღოღობერიძე
ჯილდოები: 1984. კანის საერთაშორისო ფესტივალი. ნომინაცია ”ოქროს პალმის რტოზე”
სიუჟეტი: ფილმში მოთხრობილია ევას—თავგადასავალი, ყმაწვილქალობიდან ღრმა სიბერემდე. ევას რთული ცხოვრება ერგო წილად. ფილმის მთავარი მოქმედი პირების ცხოვრება საქართველოს ისტორიის დრამატული მოვლენების—1921 წელს მომხდარი გასაბჭოების, პოლიტიკური რეპრესიების, ნეპ-ის, კოლექტივიზაციის ფონზე ვითარდება.
სცენარისტები: ზაირა არსენიშვილი, ლანა ღოღობერიძე
ოპერატორი: ნუგზარ ერქომაიშვილი
მხატვარი: გოგი მიქელაძე
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
როლები: დარეჯან ხარშილაძე (ახალგაზრდა ევა), თამარ სხირტლაძე (მოხუცი ევა), გურამ ფირცხალავა (სპირიდონი), ირაკლი ხიზანიშვილი (არჩილი), გურამ ფალავანიშვილი (გიორგი), ლეო ფილფანი (მაცია), აკაკი ხიდაშელი (მნათე), გურანდა გაბუნია (დარეჯანი), სოფიკო არსენიშვილი (პატარა დარეჯანი), ნიკა ხაზარაძე (პატარა გიორგი), გიგოლა თალაკვაძე (მიტო), ნათია გოგოჭური, მანანა მენაბდე, ამირან ამირანაშვილი, რამაზ იოსელიანი, თინათინ მენაბდე, ელენე (ლიკა) ჭავჭავაძე.
ხანგრძლივობა: 138 წთ
ფერი: ფერადი
იხ. ანრი ვართანოვი. დღე და ღამე - ჟურნალი ”საბჭოთა ხელოვნება” 1985 №6
ლანა ღოღობერიძე. დღეს ღამე უთენებია. 1981 წელი. ჩანაწერები - ფრაგმენტები წიგნიდან "რაც მაგონდება და როგორც მაგონდება". გამომცემლობა ,,ფავორიტი პრინტი’’ 2018