დოდო (დავით)  აბაშიძე

მსახიობი

 1.05.1924, თბილისი - 26.01.1990, თბილისი

  საქართველოს სახალხო არტისტი (1967), რუსთაველის პრემიის ლაურეატი.   საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.

  დაიბადა ქართული სცენის ცნობილი ოსტატების ნინო ანდრონიკაშვილისა და ვანო აბაშიძის ოჯახში.

  დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი (1949).  მუშაობა დაიწყო რუსთაველის სახ. სახელმწიფო აკადემიურ თეატრში.   1953 წლიდან პარალელურად აქტიურად თანამშრომლობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმთან". კინოროლებზე ხშირი მიწვევის გამო მას თეატრის დატოვება მოუხდა.

     კინოდებიუტი შედგა ფილმში "ჭრიჭინა" (რეჟ. სიკო დოლიძე, ლევან ხოტივარი, 1954). დიდი პოპულარობა მოუტანა აბფუშაჰილის როლმა ფილმში "ბაში-აჩუკი" (რეჟ. ლეო ესაკია, 1956)

     მისი მოღვაწეობა დაემთხვა  სამოციანელთა თაობის მოსვლას ქართულ კინოში. მისი თამაშის ბუნებრივი, თავისუფალი, შეუზღუდავი მანერა ეფექტურად ეთვისება როგორც  მკაცრად დოკუმენტურ  (მეღვინე, რეჟ. ო. იოსელიანის "გიორგობისთვე"),   ისე ბუფონადურ-პაროდიულ სტილს (შავლეგი, რეჟ. ე. შენგელაიას "არაჩვეულებრივი გამოფენა"). შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში მონაწილებდა 50-მდე ფილმში; მუშაობდა სრულიად განსხვავებული ხელწერის რეჟისორებთან; ფართო დიაპაზონის მსახიობი ერთნაირი წარმატებით ასრულებდა კომედიურ და დრამატულ როლებს; არტისტული ბუნება, მდიდარი ფაქტურული პალიტრა, სახიერი პლასტიკა და ზუსტად მიგნებული დეტალი საშუალებას აძლევდა შეექმნა ცოცხალი, დამაჯერებელი და დასამახსოვრებელი ეკრანული პერსონაჟები.

     მის შემოქმედებაში განსაკუთრებით გამოსარჩევია მწყემსი სოსანა მ. კოკოჩაშვილის ფილმიდან "დიდი მწვანე ველი" (1967, პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის - კ/ფ "პრომეთე", ერევანი, 1968). მის სახეში მსახიობმა დიდი ფსიქოლოგიური სიღრმით გადმოსცა წინაპართა ადათ-წესებისა და ბუნებასთან ჰარმონიული არსებობის რღვევით შეშფოთებული ადამიანის დრამა. მნიშვნელოვან როლებს შორისაა ალექსანდრე დრამაში "სინათლე ჩვენს ფანჯრებში" (რეჟ. გუგული მგელაძე, 1969, პრიზი მამაკაცის საუკეთესო როლისთვის - მინსკის საკავშირო კ/ფ, 1970) და იასონი კომედიაში "პირველი მერცხალი" (რეჟ. ნანა მჭედლიძე, 1975. პრიზები მამაკაცის საუკეთესო როლისთვის - თეირანის IV საერთაშორისო კინოფესტივალზე (1975), მინსკის სპორტული ფილმებისა და ფრუნზეს საკავშირო კ/ფესტივალებზე, 1976, ). 

    1980-იან წლებში სერგო ფარაჯანოვთან ერთად გადაიღო ფილმები "ამბავი სურამის ციხისა" (1984, თავადვე შეასრულა ოსმან-აღარსა და მესტვირის როლები) და "აშუღ-ყარიბი" (1988).

   სიკვდილის შემდეგ, 1992 წელს,  ფილმში "ფესვები" (1987) შესრულებული მთავარი როლისათვის და მთელი მისი შემოქმედების გათვალისწინებით, მიენიჭა შოთა რუსთაველის  სახელმწიფო პრემია.

   

   ფილმოგრაფია

 

ჭრიჭინა (1954) - მსახიობი (ბიჭჲკო)

მაგდანას ლურჯა (1955) - მსახიობი

ეთერის სიმღერა (1956) - მსახიობი

ბაში-აჩუკი (1956) - მსახიობი (აბდუშაჰილი)

მე ვიტყვი სიმართლეს (1957) - მსახიობი (უშანგი)

ორი ოჯახი (1958) - მსახიობი (გოგი)

Командировка (მივლინება, 1961) - მსახიობი (გოგიჩაიშვილი, ქარხნის დირექტორი)

ბურთი და მოედანი (1961)მსახიობი (გედევანი)

უდიპლომო სასიძო (1961)მსახიობი (დოდო)

ჭიაკოკონა (1961)მსახიობი (ბოჩი)

თეთრი ქარავანი (1963)მსახიობი (მძღოლი)

ცეროდენა რაინდები (1963)მსახიობი (ასლანი)

ზღვის შვილები (1964) -   მსახიობი (გოჩა)

პიერი მილიციის თანამშრომელი (1965) -   მსახიობი (მილიციის უფროსი)

ხევსურული ბალადა (1965) -   მსახიობი (ალუდა)

გიორგობისთვე (1966) -   მსახიობი (რეზო)

მაცი ხვიტია (1966) -   მსახიობი (მარღანია)

მალე გაზაფხული მოვა (1967) -   მსახიობი

დიდი მწვანე ველი (1967) -   მსახიობი  (სოსანა)

არ იდარდო (1968)  - მსახიობი (გენერალი ვამეხ ვახვარი)

ტარიელ გოლუა (1968)მსახიობი (ბაჩუა)

არაჩვეულებრივი გამოფენა (1968)მსახიობი (შავლეგი)

სინათლე ჩვენს ფანჯრებში (1969)მსახიობი (ალექსანდრე)

ფიროსმანი (1969)მსახიობი

დიდოსტატის მარჯვენა (1970)მსახიობი (მამამზე ერისთავი)

მეზობლები (ალმანახიდან "დიდი ხნის წინათ", 1970)მსახიობი (გუჯა)

ზღვის მგელი (ალმანახი "თეთრი ქვები", 1972) - მსახიობი (ვახტანგი, რეჟისორი)

მხიარული რომანი (1972) - მსახიობი (კოლმეურნეობის თავმჯდომარე)

როცა აყვავდა ნუში (1972) - მსახიობი (ნიკო)

ციმბირელი პაპა (1973) - მსახიობი (ნესტორ კალანდარიშვილი)

ვერის უბნის მელოდიები (1973) - მსახიობი (პრისტავი)

საქმე გადაეცემა სასამართლოს (1975) - მსახიობი (ირაკლი რაზმაძე, პროკურორი)

არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ (1975) - მსახიობი (მიხო და მეპურე)

პირველი მერცხალი (1975) - მსახიობი (იასონი)

დილის ნისლივით (1976) - მსახიობი

გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი და სხვები, 1976)მსახიობი

ქალაქი ანარა (1976)მსახიობი

მწვერვალი (1976) -  მსახიობი (პაპა გაბრიელი)

ფედია (ალმანახიდანსიცოცხლის ფასი”, 1977)მსახიობი (შალიკო)

რაჭა, ჩემი სიყვარული (1977)მსახიობი (ვარლამი)

დათა თუთაშხია (1978)მსახიობი (არქიფო სეთური)

ყვარყვარე   (1978)მსახიობი (ყვარყვარე)

ქორწინება იმერულად (1979)  - მსახიობი (სიმონი)

Похищение века (1981)მსახიობი

წიგნი ფიცისა (1983)მსახიობი (ვაჩნაძე)

მაცივარში ვიღაც იჯდა (1983)მსახიობი (ილიას მამა)

ამბავი სურამის ციხისა (1984)რეჟისორი (სერგო ფარაჯანოვთან ერთად), მსახიობი (ოსმან აღა)

ფესვები (1987)მსახიობი (გიორგი ხანდაზმულობაში)

აშუღ-ყარიბი (1988)რეჟისორი (სერგო ფარაჯანოვთან ერთად), მსახიობი

 

 

იხ. კორა წერეთელი. დოდო აბაშიძე - ."საბჭოთა ხელოვნება, 1974, N11, გვ.58- 64   

     მარინე ნანეიშვილი. დოდო აბაშიძე - ალმანახი "კინო", 1976 

    Кора Церетели.  Додо Абашидзе. Тбилиси 1984