სოფიკო ჭიაურელი

მსახიობი

        

          

 

       

დაიბადა 1937 წლის 21 მაისს, თბილისში.                                                                    

გარდაიცვალა 2008 წლის 2 მარტს (დაკრძალულია დიდუბის პანთეონში).
მშობლები: მიხეილ ჭიაურელი - კინორეჟისორი, ვერიკო ანჯაფარიძე - მსახიობი. მეუღლე: გიორგი შენგელაია, კინორეჟისორი (გაცილებული, ორი შვილი); კოტე მახარაძე, მსახიობი (გარდაიცვალა 2002 წელს).

1955-1960წწ.. - სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში (ვგიკ-ი) კინოსა და თეატრის მსახიობის განხრით (ოლგა პიჟოვასა და ბორის ბიბიკოვის სახელოსნო). 1960-1964წწ..და 1968 წლიდან იყო - კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრის, 1964-1968 წწ.. - რუსთაველის სახელმწიფო თეატრის, ხოლო 1998 წლიდან პარალელურად თეატრ ”ვერიკოს” მსახიობი. 2003 წლიდან, კოტე მახარაძის გარდაცვალების შემდეგ, ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო.

საქართველოს დამსახურებული არტისტი (1964), საქართველოს (1976) და სომხეთის (1979) სახალხო არტისტი.

დაჯილდოებული იყო ”საპატიო ნიშნის” ორდენით (1965), ”ღირსების” ორდენით (1997).

იყო სახელმწიფო (1980), ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის (1996), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო (1998), კოტე მარჯანიშვილის სახელობის (2000), ნუცა ჩხეიძის სახელობის (2002), ”ეკრანის დედოფალის” - ვერა ხოლოდნაიას სახელობის (2003) პრემიების ლაურეატი, მოვსეს ხორენაცის სახელობის მედლის კავალერი (2000), ”აღმაშენებლის ვარსკვლავის” ორდენის კავალერი (სანკტ-პეტერბურგი, 2004); ფოთის (1995), თბილისის (1997), ქუთაისის (2003) და კვიპროსის საპატიო მოქალაქე.

1974-1979 წწ.. - საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.


 ფილმოგრაფია

 ჩვენი ეზო (1956) - მსახიობი (ციცინო)

 ამბავი ერთი ქალიშვილისა (1960) - მსახიობი (ლალი)

 ენგურის ნაპირებზე (1961) - მსახიობი (თამარი)

 გენერალი და ზიზილები (1963) - მსახიობი (ზოსია)

 რაც გინახავს, ვეღარ ნახავ (1965) - მსახიობი (ტასია)

 ხევსურული ბალადა (1965) - მსახიობი (მზექალა)

 ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება (1967) - მსახიობი (ელენე)

 არ იდარდო! (1968) - მსახიობი (სოფიკო)

 ფერისცვალება (1968) - მსახიობი (სოფიკო)

 საიათნოვა (1969) - მსახიობი

 ჩერმენი (1970) - მსახიობი

 წუთისოფელი (1971) - მსახიობი (სიდონია)

 ვერის უბნის მელოდიები (1973) - მსახიობი (მრეცხავი ვარდო)

 ბიჭები იასამნის ქუჩიდან (1974) - მსახიობი (გენრიეტა)

 აურზაური სალხინეთში (1975) - მსახიობი (თამრო)

 
ნატვრის ხე (1976)  – მსახიობი (ფუფალა)

 ქვიშანი დარჩებიან (1976) - მსახიობი (ეკა)

 Комедия ощибок  (შეცდომების კომედია, 1978) - მსახიობი

 Arevik (არევიკი)
 (1978) - მსახიობი

 დათა თუთაშხია (1978) - მსახიობი (ნანო თავყელიშვილი)

 რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე
 (1978)   მსახიობი (სოფიკო)

 Приключения Алы-Бабы и сорока разбойников   (ალი-ბაბასა და ორმოცი ყაჩაღის თავგადასავალი,  1979) - მსახიობი

 ძახილი (1979) - მსახიობი (მუსიკის მასწავლებელი)

 Ktor me yerkinq (სილაქი, 1980) - მსახიობი

 ზღაპარი (1980) - მსახიობი

 Ищите женщину   (ეძებეთ ქალი,  1982) - მსახიობი

 Каныкулы Петрова и Васечкина, обыкновенные и невероятные   (პეტროვისა და ვასეჩკინის არდადეგები, ჩვეულებრივი და დაუჯერებელი, 1984) - მსახიობი

ამბავი სურამის ციხისა
(1984) - მსახიობი (ვარდო)

 ქართველები ცაში (1984) - მსახიობი (მგზავრი)

Миллион в брачной карзине   (მილიონი საქორწილო კალათაში, 1986) - მსახიობი

Загон  (ბაკი, 1987) - მსახიობი 

აშუღ-ყარიბი (1988)  - მსახიობი

The Confession (აღსარება, 1990) - მსახიობი

 Блуждающие звёзды   (ცთომილი ვარსკვლავები, 1991) - მსახიობი

 Полёт ночной бабочки   (ფარვანას ფრენა, 1992) - მსახიობი

 Я обещала, я уйду  (დაგპირდი, წავალ!, 1992) - მსახიობი

 
ნუცას სკოლა (2000) - მსახიობი (მასწავლებელი)

Только раз (მხოლოდ ერთხელ, 2002) - მსახიობი

 Продаётся дача   (იყიდება აგარაკი, 2005) - მსახიობი

 Маяк (შუქურა, 2006) - მსახიობი

 


იხ. გივი ბარამიძე. სოფიკო ჭიაურელი - ალმანახი ”კინო” 1979

     ნინო ბურდული. დასასრული  -  ”კინო. ცხელი შოკოლადი”  №7 აპრილი 2008