ქეთო და კოტე (1948, საკავშირო 1953)

რეჟისორები: ვახტანგ ტაბლიაშვილი, შალვა გედევანიშვილი

     

ჟანრი: მუსიკალური კომედია

სიუჟეტი: მდიდარი თბილისელი ვაჭარი მაკარი ოცნებობს მაღალ საზოგადოებას დაუახლოვდეს და ამისთვის თავისი ქალიშვილის, მშვენიერი ქეთოს თავადზე გათხოვების იმედი აქვს. მაჭანკალი ქაბატო უპოვის კიდეც ასეთს - ხანდაზმულ თავად ლევანს. მაგრამ ქეთოს ლევანის ძმისწული, ახალაზრდა პოეტი კოტე უყვარს.   ახალგაზრდებს მაჭანკალი ხანუმა გამოუჩნდებათ მშველელად. მისი დადგმული სცენარი წარმატებით ხორციელდება - მაკარს სახლიდან იტყუებენ, ხანუმა ქეთოს მაგივრად წარუდგება ლევანს, გაბრაზებული თავადი გარბის,   ნიშნობა იშლება, ამასობაში კი ახალგაზრდები ჯვარს იწერენ.   

სცენარის ავტორი: სიკო ფაშალიშვილი

ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი

კომპოზიტორები: ვიქტორ დოლიძე, არჩილ კერესელიძე

მხატვრები: იოსებ სუმბათაშვილი, ფარნაოზ ლაპიაშვილი

ხმა: როსტისლავ ლაპინსკი

მონტაჟი: ვასილ დოლენკო

როლები: მედეა ჯაფარიძე (ქეთო), ბათუ კრავეიშვილი (კოტე), პეტრე ამირანაშვილი (ლევანი), შალვა ღამბაშიძე (მაკარი), თამარ ჭავჭავაძე (ხანუმა), მარიამ (მერი) დავითაშვილი (ქაბატო), ვასო გოძიაშვილი (სიკო), გიორგი შავგულიძე (ნიკო), ელისაბედ ჩერქეზიშვილი (მაკარის დედა), თამარ ციციშვილი (თეკლე), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (ბეშქენი), აკაკი კვანტალიანი (ბონდო), ზურაბ ლეჟავა (ლუარსაბი), გიორგი გელოვანი (თორნიკე, ყარაჩოხელი), ვერიკო ანჯაფარიძე (კნეინა), სესილია თაყაიშვილი (თავადის ქალი), ცეცილია წუწუნავა (თავადის ქალი), სერგო ზაქარიაძე (ყარაჩოხელი), ირაკლი ქოქრაშვილი (ყარაჩოხელი), მიხეილ მგელაძე (ყარაჩოხელი), გოგი გელოვანი (ყარაჩოხელი), კოტეს ამხანაგები: ედიშერ მაღალაშვილი, ანდრო კობალაძე, ვ.ფირცხალავა, გიორგი ქორიძე, გ.თოლორდავა. ეპიზოდები: იაკობ ტრიპოლსკი, დ.ჩხეიძე, ლაზარე ყაზაიშვილი, ოთარ კობერიძე, ც.ამირეჯიბი, დავით ქუთათელაძე, ლეილა აბაშიძე, კირილე მაჭარაძე, მ.დედანიშვილი, ალექსანდრა (შურა) თოიძე, მერაბ გეგეჭკორი, პიოტრ მორსკოი, ნატო ვაჩნაძე

ხანგრძლივობა: 90'

ფერი: შავ-თეთრი

 

"თბილისის კინოსტუდია"