ბედნიერი შეხვედრა (1949)

რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი

     

ჟანრი: კომედია

სიუჟეტი:  ორი კოლმეურნეობა ერთმანეთს გარდამავალი დროშისთვის ეჯიბრება. კოლმეურნეობა "განთიადის" თავმჯდომარეს აქტიურად ეხმარება ფრონტიდან ახლად დაბრუნებული პარტბიუროს მდივანი ბიძინა. კოლმეურნეობის წევრები თავს არ ზოგავენ გამარჯვების მოსაპოვებლად და იბრუნებენ გარდამავალ დროშას, მაგრამ ბიძინას შეყვარებული, ეთერი პირადულ დრამას განიცდის - ბიძინამ ფრონტიდან დაღუპული მეგობრის შვილი ჩამოიყვანა, ეთერის კი ის  მისი შვილი ჰგონია. თუმცა გაუგებრობა მალე ირკვევა - ბავშვის წასაყვანად მისი დედა, ლიუდმილა ჩამოდის.

სცენარის ავტორი: ვლადიმერ  (ლადო) კარსანიძე

ოპერატორი: დავით კანდელაკი

მხატვრები: ნიკო ქურდიანი, ქრისტესია ლებანიძე

კომპოზიტორი: არჩილ კერესელიძე

ხმა: რაფიელ კეზელი

მონტაჟი: ვასილ დოლენკო

როლები: ვერიკო ანჯაფარიძე (ნინო), დოდო ჭიჭინაძე (ეთერი), შალვა ღამბაშიძე (ზურაბი), თეიმურაზ ხელაშვილი (ბიძინა), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (სერაპიონი), ცეცილია წუწუნავა (ვასასი), გიორგი შავგულიძე (ერემო), აკაკი კვანტალიანი (აფრასიონი), ვახტანგ ნინუა (ხაფიჩია), ლიდია ზვერევა (კოროლიოვა), ივანე გვინჩიძე (სევერიანე), მედეა ჩახავა (ჟუჟუნა). ჩიტოლია ჩხეიძე (ასმათი), ირინე მაღალაშვილი (მარგარიტა), თინა ღამბაშიძე (ჩიტოლია), შალვა ჩხიკვაძე (ჭიჭიკო), ვალერიან ძაგნიძე (პაჭუტია), თამარ ციციშვილი (ელენე), ირაკლი ქოქრაშვილი (გლეხი), ელენე საყვარელიძე (მასწავლებელი)

ხანგრძლივობა: 88'

ფერი: შავ-თეთრი

 

"თბილისის კინოსტუდია"

აღდგენილია კ/ს "ქართული ფილმის" მიერ 1976 წელს