დიმიტრი თაყაიშვილი
მხატვარი
06.01.1919, თბილისი - 28.03.1998
საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967). საქართველოს სახალხო მხატვარი (1985).
1934–1938 წლებში სწავლობდა სამხატვრო სასწავლებელში, ხოლო 1938–1944 წლებში - თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე. 1944–1945 წლებში კვალიფიკაციის ასამაღლებლად მივლინებული იყო მოსკოვის ფერწერის ინსტიტუტის დეკორატიულ სახელოსნოში პროფ. მ. ბობიშევთან. მუშაობდა მთავარ მხატვრად მოსკოვის მოძრავი მუსიკალური (1945), ხოლო დამდგმელ მხატვრად მოსკოვის საოლქო მუსიკალურ (1946–1947) და ქ. ნოგინსკის საოლქო დრამატულ (1947-1948) თეატრებში. 1949-1951 წლებში თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული, ხოლო 1952-1957 წლებში - ქუთაისის თეატრების მთავარი მხატვარია. 1955 წელს ქუთაისში დაარსა სამხატვრო სკოლა. 1957 წლიდან მოღვაწეობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში", მხატვრული ფილმების გარდა, არის რამდენიმე ანიმაციური ფილმის დამდგმელი მხატვარი. პარალელურად 1968 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის კინოსა და ტელევიზიის სახელოსნოს. იყო მხატვართა კავშირის გამგეობის მდივანი (1976–1986), ფერწერის ფაკულტეტის პროფესორი (1985).
ფილმოგრაფია
ცბიერი მელა (ანიმაციური, 1958) - მხატვარი
უქნარა (ანიმაციური, 1958) - მხატვარი
განაჩენი (1959) - მხატვარი
წარსული ზაფხული (1959) - მხატვარი
ამბავი ერთი ქალიშვილისა (1960) - მხატვარი
განძი (1961) - მხატვარი
ერთი ცის ქვეშ (1961) - მხატვარი
თოჯინები იცინიან (1962) - მხატვარი
თეთრი ქარავანი (1963) - მხატვარი
მე ვხედავ მზეს (1965) - მხატვარი
უყაიმო თამაში (1966) - მხატვარი
ჯვარცმული კუნძული (1968) - მხატვარი
ფილატელისტის სიკვდილი (1969) - მხატვარი
იყო შაშვი მგალობელი (1970) - მსახიობი
დაისი (1971) - მხატვარი
მხიარული რომანი (1972) - მხატვარი
როცა აყვავდა ნუში (1972) - მსახიობი (თორნიკე)
ლევან ხიდაშელი (1973) - მხატვარი
არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ (1975) - მხატვარი
პირველი მერცხალი (1975) - მხატვარი
აურზაური სალხინეთში (1975) - მსახიობი (ესტატე)
მოხეტიალე რაინდები (1975) - მსახიობი (რედაქტორი)
ზღვის მაშვრალნი (1986) - მხატვარი
Паспорт (1990) - მხატვარი
ნისლა (1996) - მხატვარი
იხ. დიმიტრი თაყაიშვილი - ქეთევან ჯაფარიძე. მთავარია ურთიერთგაგება. საუბარი – ჟ.“საბჭოთა ხელოვნება“, 1987, N11, გვ.119-128