ოთარ კობერიძე
მსახიობი
17.12.1924, თბილისი - 9.03.2015, თბილისი
საქართველოს დამსახურებული არტისტი (1958). საქართველოს სახალხო არტისტი (1977).
1942–1943 წლებში სწავლობდა კინოსტუდიის სკოლაში. დაამთავრა სამთვიანი საარტილერიო კურსები, იღებდა მონაწილეობას ბრძოლებში ბუქარესტის, ბუდაპეშტის, ვენის, ბერლინის ასაღებად. 1948 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1949-1956 წლებში მუშაობდა სოხუმის დრამატულ თეატრში მსახიობად. 1959–1964 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. 1956 წლიდან მუშაობს მსახიობად , ხოლო 1963 წლიდან რეჟისორად კინოსტუდია "ქართულ ფილმში". ბათუმში ზ. ცინცაძესთან ერთად დაარსა "ხელოვნებათა ლიგა", რომელსაც თვითონ თავმჯდომარეობს.
ფილმოგრაფია
შავ მთებში (1941) - მსახიობი (ბესარაბიელი პარტიზანი)
ქეთო და კოტე (1948) - მსახიობი
ბაში-აჩუკი (1956) - მსახიობი (ბაში-აჩუკი)
ქალის ტვირთი (1957) - მსახიობი (აკაკი ახატნელი)
მე ვიტყვი სიმართლეს (1957) - მსახიობი (ოთარ დევიძე)
სხვისი შვილები (1958) - მსახიობი (დათო)
მამლუქი (1958) - მსახიობი (მაჰმუდი)
დღე უკანასკნელი, დღე პირველი (1959) - მსახიობი (ლევანი – ინჟინერი)
შეწყვეტილი სიმღერა (1960) - მსახიობი (გურამ გელოვანი)
ღრუბლების შემგროვებლები (Ловцы губок, 1960) - მსახიობი
713 ითხოვს დაჯდომას (713 просит посадку, 1962) - მსახიობი (ჰენრი)
ოცნების შესახვედრად (Мечте навстречу , 1963) - რეჟისორი, მსახიობი (კოსმონავტი ივან ბატალოვი)
გენერალი და ზიზილები (1963) - მსახიობი (შტურმანი რანერ პეტერი)
ისინი აღმოსავლეთისკენ მიდიოდნენ (Italiani brava gente, Они шли на восток, იტალია-სსრკ, 1964) - მსახიობი (დაჭრილი იტალიელი ჯარისკაცი)
ზღვის შვილები (1964) - მსახიობი (გურამი (მამა)
მეფის საცოლე (Царская невеста, 1965) - მსახიობი (გრიგორი გრიაზნოი)
ხაფანგი (Западня, 1965)- მსახიობი (გრიგორი)
ალადინის ჯადოსნური ლამპარი (Волшебная лампа Аладина, 1966) - მსახიობი (სულთანი)
დღეს ახალი ატრაქციონია (Сегодня новый аттракцион, 1966) - მსახიობი (მარატ მესხიევი, მომთვინიერებელი)
პატარა პრინცი (Маленький принц, 1966) - მსახიობი (მფრინავი)
კომისარი (Комиссар, 1967) - მსახიობი
ქალაქი ადრე იღვიძებს (1967) - მსახიობი (თენგიზი)
შევარდნის კვალი (Spur des Falken, გდრ, 1968) - მსახიობი (ტაშუნკა ვიტკო)
წითელი კარავი (Красная палатка, სსრკ-იტალია, 1969) - მსახიობი (ჩიჩონი)
მისია ქაბულში (Миссия в Кабуле, 1970) - მსახიობი, ნადირ-ხანი)
გამსვლელი პაიკი (1970) - რეჟისორი
დაისი (1971) - მსახიობი (კიაზო)
Сказание о Рустаме (თქმულება რუსტამზე, "ტაჯიკფილმი", 1971) - მსახიობი (კავუსი)
გაზაფხულის საღამო (1972) - მსახიობი
Тайник у красных камней (სამალავი წითელ ქვებთან, 4 სერია, "დოვჟენკოს სახ.კინოსტუდია, უკრაინა, 1972) - მსახიობი (ლოინაბი)
ჩაძირული ქალაქის მაძიებლები (1972) - მსახიობი (ედიშერი)
მზე შემოდგომისა (1973) - მსახიობი (მუზეუმის დირექტორი)
Одной жизни мало (ერთი სიცოცხლე ცოტაა, 1974) - მსახიობი (კურბაში)
გაქცევა გათენებისას (1975) - მსახიობი (კოწია ერისთავი)
გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი და სხვები, 1976) - მსახიობი
Рустам и Сухраб (რუსტამი და სუჰრაბი, ტრილოგიის მეორე ფილმი, "ტაჯიკფილმი", 1976) - მსახიობი (კავუსი)
Сказание о Сиявуше (თქმულება სიავუშზე, ტრილოგიის მესამე ფილმი, "ტაჯიკფილმი", 1976) - მსახიობი (კავუსი)
დათა თუთაშხია (1978) - მსახიობი (სეხნიევი)
Жизнь прекрасна (La vita e bela, სიცოცხლე მშვენიერია, სსრკ-იტალია, 1979) - მსახიობი (ალვარადო)
Ждите связного (ელოდეთ მეკავშირეს, უკრაინა-საქართველო, 1979) - სცენარის ავტორი, რეჟისორი, მსახიობი (პარტიზანული რაზმის მეთაური)
Путь к Софии (გზა სოფიისაკენ, სსრკ-ბულგარეთი, 1979) - მსახიობი
დიმიტრი II (1982) - მსახიობი (ტარსაიჭ ორბელი)
სიბრძნის კარავი (1982) - რეჟისორი
ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი (1983) - მსახიობი (მსახიობი)
მეჯლისი გაყიდულ სახლში (1985) - მსახიობი (ბატონი ვიქტორი)
Грядущему веку (მომავალ საუკუნეს, ხუთი სერია, "ლენფილმი") - მსახიობი (გრაფი ჩიანო)
ვინ არის მეოთხე ? (1985) - რეჟისორი, მსახიობი (პოლკოვნიკი)
ფაქტები რეჟისორის ცხოვრებიდან (1988) - მსახიობი (მსახიობი)
ოპერაცია "ვუნდერლანდი" (1988) - რეჟისორი, მსახიობი
ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი (1989) - მსახიობი (სენიორი)
საბედისწერო გასროლა (1990) - სცენარის ავტორი, რეჟისორი, მსახიობი (ნოდარი)
ანთიმოზ ივერიელი (2001) - მსახიობი (პატრიარქი დოსითეოსი)
Дронго (სერიალი, რუსეთი, 2002) - მსახიობი (დავით გოგია)
იხ. აგული დადიანი. დამსახურებული აღიარება – ჟ. "საბჭოთა ხელოვნება", 1967, N11, გვ.23–25
მიხეილ ანთაძე. პოპულარობის საიდუმლო – ალმანახი "კინო", 1985, N2 (მეთექვსმეტე გამოშვება)