ნატო ვაჩნაძე
მსახიობი
14.06 (სხვა მონაცემებით 3.04), ვარშავა, პოლონეთი - 14.06.1953, დაიღუპა ტრაგიკულად, ავიაკატასტროფაში.
რუსეთის დამსახურებული არტისტი (1935). საქართველოს სახალხო არტისტი (1941). სტალინური პრემიის ლაურეატი (1941). მიღებული აქვს ოთხი ორდენი.
ინგუშეთის მაზრის უფროსის, გიორგი ანდრონიკაშვილისა და ეკატერინე სლივიცკაიას ქალიშვილი. დედის ბებია ვაჩნაძე მისი პირველი მეუღლის გვარია. შემდეგ იყო რეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიას მეუღლე. ჰყავს სამი შვილი: თენგიზ ვაჩნაძე, ელდარ და გიორგი შენგელაიაები.
სამსახიობო განათლება არ მიუღია. თბილისის ქალთა I გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ნატო ვაჩნაძე მუშაობდა ასანთის ფაბრიკა ,,პრომეთეში”, ბორბლების საცხის ფაბრიკაში, მუსიკის მასწავლებლად. მისი კინოში მოსვლა შემთხვევითმა ფაქტმა განსაზღვრა: 1923 წელს სახკინმრეწვში ვ. ბარსკის იღებდა ფილმს "არსენა ყაჩაღი", ხოლო ამო ბეკ-ნაზაროვი "მამის მკვლელს". ეძებდნენ ნენოსა და ნუნუს როლების შემსრულებელს. სახკინმრეწვის მთავარმა ადმინისტრატორმა ზაქრო ბერიშვილმა თბილისში, შიხმანის ფოტოატელიეში შეამჩნია ნატო ანდრონიკაშვილის ფოტო, მოძებნა ის და კინოსტუდიაში მიიწვია. ორივე ფილმი 1923 გამოვიდა ეკრანზე. პირველ ნამუშევრებს მოჰყვა შემდეგი როლები. ნატო ვაჩნაძე ქართული, და არა მარტო ქართული, არამედ საბჭოთა მუნჯი კინოს ვარსკვლავი ხდება.
1932-დან ნატო ვაჩნაძე ასისტენტად მუშაობს საბჭოთა დოკუმენტური კინოს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო რეჟისორ ქალთან ესთერ შუბთან ფილმზე "კომკავშირი - ელექტრიფიკაციის შეფი", აითვისა მემონტაჟის პროფესია.
ნატო ვაჩნაძე ბევრს მოგზაურობდა როგორც საბჭოთა კინოს ვარსკვლავი. მისი გამოჩენა ყველგან იწვევდა აღფრთოვანებას და საყოველთაო სიყვარულს. ავტორია მემუარული ტიპის წიგნისა "მოგონებანი და შეხვედრები". "ლიტერატურა და ხელოვნება", თბილისი, 1966 .
1981 წელს სოფელ გურჯაანში, ვაჩნაძეთა საგვარეულო სახლში, გაიხსნა ვაჩნაძის მემორიალური სახლ-მუზეუმი.
2009 წელს თბილისში, კინოთეატრ "რუსთაველის" წინ გაიხსნა ნატო ვაჩნაძის ვარსკვლავი
ფილმოგრაფია
არსენა ყაჩაღი (1923) - მსახიობი (ნენო)
მამის მკვლელი (1923) - მსახიობი (ნუნუ,ონისეს ძმისშვილი)
სამი სიცოცხლე (1924) - მსახიობი (ესმა)
ათასის ფასად (დაჰკრა ჟამმა, წარსულის საშინელებანი, მეორე სერია, 1925) - მსახიობი
ვინ არის დამნაშავე? (1925) - მსახიობი (ფატი–სიკოს ცოლი)
ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე (1925) - მსახიობი (დესპინე–სპირიდონის ცოლი)
ნათელა (1926) - მსახიობი (ნათელა)
ამოკი (1927) - მსახიობი (ევროპელი ქალი)
გიული (1927) - მსახიობი (გიული)
კრაზანა (1928) - მსახიობი (ჯემა)
ცოცხალი ლეში (სსრკ-გერმანის ერთობლივი ნამუშევარი, 1929) - მსახიობი (ბოშა ქალი მაშა)
გარეუბნის კვარტალები (კიევის კინოსტუდია, სსრკ-გერმანიის ერთობლივი ნამუშევარი, 1930) - მსახიობი (დორა)
რკინის ბრიგადა (1930) - მსახიობი (ინჟინერ გრიჩის მეუღლე)
უკანასკნელი ჯვაროსნები (1933) - მსახიობი (ციცია–თორღვაის საცოლე)
უკანასკნელი მასკარადი (1934) - მსახიობი (თამარი)
ნარინჯის ველი (1937) - მსახიობი (ნანი–თედოს საცოლე)
არსენა (1937) - მსახიობი (ნენო)
სამშობლო (1939) - მსახიობი (ნათელა–აგროტექნიკოსი)
ქალიშვილი ხიდობნიდან (1940) - მსახიობი (გვირისტინე)
ქაჯანა (1941) - მსახიობი (მართა–ქაჯანას დედა)
ის კიდევ დაბრუნდება (1943) - მსახიობი (მანანა)
აკაკის აკვანი (1947) - მსახიობი (მანო–ძიძა)
ქეთო და კოტე (1948) - მსახიობი
მწვერვალთა დამპყრობნი (1952) - მსახიობი (ელისაბედ ლომიძე)
იხ. Вельтман С. Ната Вачнадзе. М.1940
კარლო გოგოძე. ნატო ვაჩნაძე. თბილისი. 1949
ოთარ სეფიაშვილი. ნატო ვაჩნაძე. თბილისი. 1962
Жгенти Л.А. Нато Вачнадзе. Тбилиси. 1967
ოთარ სეფიაშვილი. ლეგენდა ვარსკვლავზე - ჟ. "საბჭოთა ხელოვნება", 1961, 6
ლია ჟღენტი. ნატო ვაჩნაძე - ჟ. "საბჭოთა ხელოვნება", 1965, 1
სერგო კლდიაშვილი. ნატო ვაჩნაძე – ჟ. "საბჭოთა ხელოვნება", 1974, N6
გიორგი ჯიბლაძე. ქართული სილამაზის გენია – ჟ. "საბჭოთა ხელოვნება",1981, N9, გვ.32–35